გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

დასანანი მარცხი - თუშიშვილის ვერცხლის მედალი აბუ დაბიში

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალით დაასრულა.

+100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გურამ თუშიშვილი სამხ. კორეელი მინჯონგ კიმთან იპონით დამარცხდა.

ამ ბრძოლამდე, ნახევარფინალში თუშიშვილმა უზბეკი ალიშერ იუსუპოვი ორი ვაზარით დაამარცხა, 1/4 ფინალში რუს ტამერლან ბაშაევს ვაზარით მოუგო, უფრო ადრე კი ჯერ ალჟირელი მოჰამედ ელ მეჰდი ლილის, შემდეგ კი თურქი იბრაჰიმ თათაროღლუს აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური შეჯიბრი 4 მედლით დაასრულა - 2 ოქრო 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მსოფლიო ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ.) მოიპოვა. ამასთან, ჩვენმა დელეგაციამ ვაჟთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები