პრინციპული შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი ბარსელონაში მიდის
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავის ჰანს-დიტერ ფლიკი შეცვლის.
მადრიდული As-ის ცნობით, ოთხშაბათს „ბლაუგრანას“ სპორტული დირექტორი დეკუ და სპორტული კომისიის წევრი ბოიან კრკიჩი ლონდონში ფლიკს შეხვდნენ. მოლაპარაკების შედეგად, კლუბმა და მწვრთნელმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. სავარაუდოდ, ფლიკი „ბარსელონასთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
წყარო დასძენს, რომ უკვე თითქმის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია.
როგორც ცნობილია, „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გერმანული სამწვრთნელო სკოლის დიდი მოყვარულია და 2 წლის წინ, სწორედ ფლიკის ან ნაგელსმანის გადაბირება სურდა, თუმცა გერმანიის ნაკრებმა და „ბაიერნმა“ მას აჯობეს. ამჯერად, კატალონიელებს კარგი შანსი აქვთ სასურველ მიზანს მიაღწიონ.
ფლიკმა „ჩელსის“ საკმაოდ საინტერესო შეთავაზება უარი თქვა და „ბარსელონას“ ელოდება. ჰანსი უკვე რამდენიმე თვეა ჩავის დათხოვნის მოლოდინშია, რაც დღეს უკვე რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
ამ მომენტისთვის კლუბს ჩავისთვის არ უცნობებია, რომ ის პოსტს დატოვებს. „ბარსელონას“ ესპანელი სპეციალისტისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ კლუბში ყველაფერი მას შემდეგი აირია, როდესაც ჩავიმ ფინანსურ პრობლემებზე და ტრანსფერებზე საჯაროდ დაიჩივლა. „ბარსელონას“ ხელმძღვანელთა საბჭომ მას ასეთი დამოკიდებულება არ აპატია.