„ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. მიზანი ოლიმპიადაა“ - შერაზადიშვილი მსოფლიოს ბრინჯაოზე
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შესაზადიშვილმა -100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კანადელ კაილ რეიესს შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.
წარმოშობით ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ექსკლუზიური კომენტარი „კრისტალსპორტთან“ გააკეთა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი:
ცნობისთვის, ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 28 წლის ძიუდოისტმა პირველად ეს 2018 წელს, ბაქოში გამართულ ტურნირზე შეძლო, მეორედ კი თავისი შედეგი 2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე გაიმეორა. ამასთან, შერაზადიშვილი ევროპის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორიცაა.