„ხვალ ატალანტას პრეზიდენტს დაველაპარაკები“ - გასპერინი ნაპოლიზე
„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯან პიერო გასპერინის კანდიდატურა სულ უფრო აქტუალური ხდება.
ანტონიო კონტეს ვარიანტი პრაქტიკულად გამოირიცხა, რადგან კონტემ დე ლაურენტისთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, ჟურნალისტებმა გასპერინის „ნაპოლის“ შესახებ ჰკითხეს, რაზეც იტალიელმა ასეთი პასუხი გასცა.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ, ჩემპიონობას ვზეიმობთ, ხვალ კი კლუბის პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოდი ვნახოთ რა მოხდება ხვალ.
უცნაურ სიტუაციაში ვარ, როგორც ჩანს, გათხოვილი ვარ, შვილები მყავს, მაგრამ ვხვდები წარმოუდგენლად ლამაზ ქალს.
დიახ, ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო მაგალითი ტელევიზიით გადასაცემად!”
– განაცხადა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ ფინალში „ლევერკუზენს“ 3:0 მოუგო და 51 წლიანი უტიტულო სერია დაასრულა.