„ეს მარცხი უფრო გამაძლიერებს“ - გოჩილაიძე მსოფლიო ჩემპიონატზე
აბუ-დაბის ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს დელეგაციას -81 კგ. წონით კატეგორიაში ისტორიის დაწერამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
ამ წონაში ნამდვილი აღმოჩენა გახდა 24 წლის ჯუდოკა, დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო და რომ არა მცირე უიღბლობა, მედლის მოპოვებასაც შეძლება.
გოჩილაიძეს ქართულ ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ახალგაზრდა ძიუდოისტი ნახევარფინალურ ბრძოლაში ტიმურ არბუზოვთან ვაზარით დამარცხდა, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან არ გაუმართლა, არადა, ორჯერ შეეძლო შედეგიანი გდების შესრულება.
„კრისტალსპორტმა“ აბუ-დაბიში ყოფნის პერიოდში დიმიტრი გოგლიჩიძესთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტი პირობას დებს, რომ ეს მარცხი სამომავლოდ უფრო გააძლიერებს.
დიმიტრი გოჩილაიძე:
შეგახსენებთ, რომ -81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა და საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სამჯერ შეძლო.