ტიაგო მოტა
Aa
Aa

ტიაგო მოტა ბოლონიას ტოვებს | 2027 წლის ზაფხულამდე იუვეში

„ბოლონიამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ტიაგო მოტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. „როსობლუმ“ იტალიელ სპეციალისტს წარმატება უსურვა და გაწეული სამუშაოს გამო მადლობა გადაუხადა.

„ამ ორი წლის განმავლობაში, შევხვდი მომზადებულ და გამარჯვებულ მწვრთნელს, რომელმაც გუნდს ბრწყინვალე იდენტობა ჩამოუყალიბა. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მას და მის ფეხბურთელებს ბოლონიას ისტორიაში შეიყვანს. მინდოდა, დარჩენილიყო, მაგრამ მას და მის სამწვრთნელო შტაბს მადლობის გარდა ვერაფერს ვეტყვი“, - განაცხადა „ბოლონიას“ პრეზიდენტმა, ჯოუი საპუტომ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიხედვით, მოტა კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. იგი „ბებერ ქალბატონთან“ 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 1 ტურით ადრე, „ბოლონიას“ 68 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს. „როსობლუ“ ბოლო ტურში „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს გამოძახება და ევრო 2024 | რა თქვა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა
რონალდუს გამოძახება და ევრო 2024 | რა თქვა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა