„შეხვედრის წარმატებით დასრულება შეგვეძლო“ - ცირეკიძის კომენტარი ინანეიშვილის ტრავმაზე
აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შეჯიბრი +100 კგ. წონით კატეგორიაში იმართება. საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი ასპარეზობდნენ.
საბა ინანეიშვილმა ერთი შეხვედრა მოიგო და მეორე წრეში ორგზის ოლიმპიურ და ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჩეხ ლუკას კრპალეკს ხვდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ბრძოლის მიმდინარეობისას მხარი ამოიგდო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
კრისტალსპორტმა ექსკლუზიური კომენტარი ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელთან, ირაკლი ცირეკიძესთან ჩაწერა, რომელმაც საბა ინანეიშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.
რა თქვა ცირეკიძემ:
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ.) მოიპოვა.