ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | საფრანგეთში ზურიკოს აქებენ

ბენჟამინ ნივე ყოფილი ფეხბურთელია და სხვადასხვა დროს „ტრუას“, „ოსერის“, „კაენისა“ და „შატორუს“ რიგებში უთამაშია. ნივემ „ბორდოს“ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა და მას ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„ზურიკო დავითაშვილი პედრო დიასთან ერთად, ბორდოსა და მთლიანად ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ორივე მათგანი დიდი ხარისხით გამოირჩევა და გამიკვირდა, ზურიკომ ადგილი ისე რომ ვერ დაიმკვიდრა, როგორც საჭირო იყო, თუმცა, სეზონის ბოლო ნაწილში მოუმატა. ზურიკოს ძალიან დიდი ხარისხი აქვს და მას ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს შენარჩუნება უნდა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს ფინანსები წყვეტს. მისი თქმით, დავითაშვილს იმდენად კარგი სეზონი ჰქონდა, რომ მისი სამსახურით ბევრი მაღალი დონის კლუბი დაინტერესდება.

ცნობისთვის, დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისურით 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. ზურიკომ ლიგა 2-ში 8 ასისტი გაიფორმა, ერთხელ კი თანაგუნდელს საფრანგეთის თასზე გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორია კვარას მომავალი?“ | მწვრთნელობის კანდიდატთა შეკითხვა დე ლაურენტისს
„როგორია კვარას მომავალი?“ | მწვრთნელობის კანდიდატთა შეკითხვა დე ლაურენტისს