ვენსან კომპანი
Aa
Aa

სჯერათ, რომ დიდი პოტენციალი აქვს | ბაიერნს კომპანი ჩაიბარებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და ბოლო ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „რეკორდმაისტერს“ ვენსან კომპანი ჩაიბარებს. ბელგიელმა სპეციალისტმა გერმანულ გრანდს თანხმობა შეუთვალა და ახლა მოლაპარაკებები „ბარნლისთან“ მიმდინარეობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბაიერნს“ ერთი დეტალიღა დარჩა გადასაწყვეტი, რომელიც „კლარეტებისთვის“ გადასახდელი საკომპენსაციო თანხის ოდენობას უკავშირდება. როგორც კი მხარეები საერთო ენას გამონახავენ, კომპანი „რეკორდმაისტერის“ თავკაცის პოსტს დაიკავებს.

რომანოს ცნობით, აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება და ტომას ტუხელს 38 წლის ბელგიელი ჩაანაცვლებს. „რეკორდმაისტერის“ მმართველი საბჭოს წევრები თვლიან, რომ კომპანის დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია, ტოპ დონის თავკაცი გახდეს. მიუნხენელთა ხელმძღვანელები მის იდეებსა და ხედვებს სრულად იზიარებენ.

ორშაბათს, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა და ყველაფერი პოზიტიურად წარიმართა. „ბაიერნი“ კომპანისთვის მესამე კლუბი იქნება. „ბარნლის“ ჩაბარებამდე იგი „ანდერლეხტში“ მუშაობდა და კლუბი თასის ფინალში გაიყვანა, „კლარეტები“ კი პრემიერ ლიგაში დააწინაურა. „ბარნლისთან“ კონტრაქტი მას 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილს ფასი დაადეს | რამდენს ითხოვს ვალენსია ტრანსფერის სანაცვლოდ
მამარდაშვილს ფასი დაადეს | რამდენს ითხოვს ვალენსია ტრანსფერის სანაცვლოდ