„როგორია კვარას მომავალი?“ | მწვრთნელობის კანდიდატთა შეკითხვა დე ლაურენტისს
„ნაპოლი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე კანდიდატი ჰყავს შერჩეული. Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში სწორედ ეს თემაა განხილული. იტალიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ყველა სპეციალისტმა, ვისაც დე ლაურენტისი დაუკავშირდა, „პარტენოპეის“ პირველ პირს ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ჰკითხა.
„ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის დატოვების მთავარი კანდიდატია. მართალია, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ მისი წასვლის შემთხვევაში, კვარა არის ის ბრილიანტი, ვისი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაც მომდევნო თავკაცის ტაქტიკური სქემის მიზანი იქნება.
სწორედ ამიტომ, ხვიჩას მომავლით ნაპოლის ჩაბარების ყველა კანდიდატია დაინტერესებული და გასპერინის ჩათვლით, კლუბის პრეზიდენტს კვარაცხელიას თაობაზე შეკითხვა ყველა მათგანმა დაუსვა. მათი მხრიდან, ეს თავის დაზღვევა იყო, რომ გუნდი ხელახლა მშენებლობის პროცესს დაიწყებს“, - წერს იტალიური გამოცემა.
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩას გადაბირება „პარი სენ-ჟერმენს“ სურს და მას კილიან მბაპეს შემცვლელად მოიაზრებს. დე ლაურენტისს „კვარას“ გასხვისება არ უნდა, თუმცა, როგორც აღნიშნა, ხელშეუხებელი არავინაა. იტალიური გამოცემების მიხედვით, „პარტენოპეის" პირველი პირი ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ სანაცვლოდ მის 120-130 მილიონ ევროს მიიღებს.