ატალანტა, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ჩაბი ალონსო: უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქე უკეთესი იყო, ტიტული დაიმსახურეს

ევროპა ლიგის ფინალში „ლევერკუზენი“ „ატალანტასთან“ 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ჩაბი ალონსომ პრესასთან ისაუბრა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ატალანტა დღეს საუკეთესო იყო და მათ ტიტული დაიმსახურეს. მეტოქის პირველი გოლის შემდეგ პრობლემები გვქონდა და გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. კარგი შანსების შექმნა ძალიან გვიჭირდა. დღეს ჩვენი დღე არ იყო.

ვირცის შეცვლა? ის კარგად არის. ბოლო დროს მან ცოტა დრო გამოტოვა, ჩვენ მასთან მიმართებით ფრთხილად ვიყავით, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს და არანაირი პრობლემა არ აქვს.

როცა მცირე უპირატესობას ვიპოვებდით, მეტოქე მას ძალიან კარგად უმკლავდებოდა და პოზიციებს იბრუნებდა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ მათმა გოლმა სიტუაცია შეცვალა. მათ აშკარად გვაჯობეს. ეს ფეხბურთია. ასეთები ხდება ხოლმე. ჩვენ მოგვიწევს შევაფასოთ რა მოხდა, რადგან შაბათს კიდევ ერთი დიდი მატჩი გველის (გერმანიის თასის ფინალი)“.

აქვე გეტყვით, რომ „ლევერკუზენმა“ დღეს 51 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. „ატალანტამ“ კი 51 წლიანი უტიტულო სერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული