ატალანტა, ჩაბი ალონსო, ჯან პიერო გასპერინი, ლევერკუზენის ბაიერი, ადემოლა ლუკმენი
Aa
Aa

გასპერინი: “ჩვენ ისტორია დავწერეთ“

ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ბერგამოს „ატალანტა“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდნენ. ცოტა თუ ივარაუდებდა მსგავს სცენარს - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა დაუმარცხებელ მეტოქეს უშანსოდ 3:0 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

გასპერინი:

„ვფიქრობ, ჩვენ ისტორია დავწერეთ. ეს განსაკუთრებული გზით მოვახერხეთ. ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო. ლივერპული და სპორტინგი გამოვთიშეთ ასპარეზობას და ამას არავინ ელოდა. როდესაც ჩვენ ლივერპულს შევხვდით, ისინი პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე იყვნენ. ახლა კი გერმანიის ჩემპიონს მოვუგეთ. წარმოუდგენელია! ჩემი ბიჭები არაჩვეულებრივები იყვნენ. დასამახსოვრებელი პერფორმანსი შემოგვთავაზეს.

ხშირად ვთამაშობთ სამი თავდამსხმელით. ამის ყველა წინაპირობა გვქონდა. ვცადეთ, რომ სახიფათო ვყოფილიყავით. ეს ფინალია და ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა, გამარჯვება იყო. ვიცოდით, რომ ასეთი თამაში სარგებელს მოგვცემდა. არაჩვეულებრივი მატჩი ჩავატარეთ.“

ამრიგად, „ატალანტამ“ 61 წლიანი უტიტულო სერია დაასრულა, „ლევერკუზენს“ კი 51 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაუსრულა. გასპერინიმ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. ბერგამოელები უეფას სუპერ თასის ფინალში მადრიდის „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დი მარციო: ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში დატოვებს
დი მარციო: ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში დატოვებს