გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, ორლანდო მეჯიქი, სან ანტონიო, პანათინაიკოსი
Aa
Aa

ქართული დუეტი საბერძნეთში? - გოგას და სანდროს პანათინაიკოსი აკვირდება

როგორც მოგეხსენებათ, გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევათ და თავის დამკვიდრებად მეტნაკლებად უჭირთ.

როგორც ჩანს, ამ სიტუაციით სარგებლობას ათენის პანათინაიკოსი ცდილობს, რომელიც ახლა ევროლიგაზე ოთხთა ფინალისთვის ემზადება, თუმცა ამის პარალელურად ქართველი კალათბურთელების გადაბირებას ცდილობს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პანათინაიკოსის პრიორიტეტი წინა ხაზის გაძლიერებაა და ამისთვის ევროპაში იყურება, თუმცა თვალი აშშ-სკენაც უჭირავს. ათენში კარგად იციან, რომ ბითაძეს ორლანდოსთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

იდენტური სიტუაცია გვხვდება მამუკელაშვილის შემთხვევაშიც. 24 წლის ქართველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ამერიკის დატოვება თავისუფლად შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველ კალათბურთელებს თავიანთი გუნდები კონტრაქტებს არ გაუხანგრძლივებენ, თავისუფლად უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გეზს საბერძნეთისკენ აიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მინესოტას ისტორიული მატჩი | მოქმედი ჩემპიონი პლეიოფს გამოეთიშა
მინესოტას ისტორიული მატჩი | მოქმედი ჩემპიონი პლეიოფს გამოეთიშა