ბაიერნის პირველი არჩევანია - კომპანი გადაწყვეტილებას მალე მიიღბს
როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნი ახლა მწვრთნელის გარეშეა. რეკორდმაისტერის გარშემო არაერთი სპეციალისტის სახელი ჟღერდება, თუმცა ყველაზე მეტი ვენსან კომპანიზე იწერება.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელ სპეციალისტში მიუნხენელები დიდ პოტენციალს ხედავენ და შეთავაზება გაუკეთეს.
დღეს ბრიტანული მედია წერს, რომ კომპანი გადაწყვეტილებას შემდეგ კვირაში მიიღებს. ის ნამდვილად არის ბაიერნის პირველი არჩევანი.
ცნობისთვის, გერმანული გიგანტის გარშემო ჰანსი ფლიკის სახელმაც გაიჟღერა, რომელმაც 2020 წელს ბაიერნს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი კაპიტანი 2019/2022 წლებში ანდერლეხტს წვრთნიდა. 2022 წლიდან დღემდე კი ბარნლის დამრიგებელია.