ლევანდოვსკის გამო - ბარსამ ბაიერნს დამატებითი 1.25 მილიონი უნდა გადაუხადოს
კატალონიის ბარსელონას, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ეს ახალი არავისთვის არის. გერმანული BILD საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ „ბლაუგრანა“ ვალდებულია, რომ ბაიერნს 1.25 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის მიზეზი კი რობერტ ლევანდოვსკია.
როდესაც ბარსამ პოლონელი თავდამსხმელი იყიდა კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ის სეზონში 25 გოლს გაიტანს, ასეთ შემთხვევაში ბარსელონა ვალდებულია „რეკორდმაისტერს“ აღნიშნული თანხა გადაუხადოს.
ვეტერანი პოლონელი უკვე ზედიზედ მეორე სეზონია ამას ახერხებს და კატალონიური კლუბი ბაიერნს დამატებით თანხას უხდის.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ეს შეთანხმება იქამდე გაგრძელდება, სანამ ლევანდოვსკი ბარსელონაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ რობერტმა მიმდინარე სეზონში ზუსტად 25 გოლი დააგროვა. 25 გოლიდან მან 18 ლა ლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 კოპა დელ რეიზე და 2 ესპანეთის სუპერ თასზე გაიტანა.