ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ერთი პრობლემაა“ | ჟურნალისტმა ზურიკოს თამაში შეაფასა

ფრანგმა ჟურნალისტმა, ლორან ბრუნმა „ბორდოს“ მიერ ლიგა 2-ის გასულ სეზონში ნაჩვენებ ასპარეზობაზე ისაუბრა. ბრუნმა განსაკუთრებული ყურადღება ზურიკო დავითაშვილს დაუთმო და ქართველ ფეხბურთელს ბრძოლისუნარიანობა დაუწუნა.

„ზურიკო დავითაშვილის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი, რადგან იყო პერიოდი, როცა გუნდისთვის ბოლომდე არ იხარჯებოდა. ძალიან, ძალიან გამაბრაზა შემთხვევებმა, როცა ბურთს კარგავდა და იმის ნაცვლად, რომ მის დასაბრუნებლად ემუშავა, თანაგუნდელების იმედად რჩებოდა.

დავითაშვილი ბორდოს ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა და დანებებისა და საჰაერო ორთაბრძოლებში შესვლაზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. ვიპოტნიკიც ასე თამაშობდა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ისე იბრძოდა, თავიც კი გაუტეხეს, ზურიკოსთან მიმართებით კი არაფერი შეცვლილა. მხოლოდ მეორე სართულზე გამართულ დუელებზე არ მაქვს საუბარი, ორთაბრძოლებში საერთოდ არ შედიოდა.

იყო რამდენიმე მომენტი, როცა აშკარა იყო, რომ დავითაშვილი დანებდა, რამაც ძალიან გამაბრაზა. თუმცა, დასკვნით ეტაპზე კარგად ითამაშა და ყველაფრის მიუხედავად, კარგი სეზონი ჰქონდა“.

ცნობისთვის, დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისურით 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. ზურიკომ ლიგა 2-ში 8 ასისტი გაიფორმა, ერთხელ კი თანაგუნდელ საფრანგეთის თასზე გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის მენტალიტეტს იდეალურად შეეფერება“ | France Bleu ნიცას მიქაუტაძეს ურჩევს
„გუნდის მენტალიტეტს იდეალურად შეეფერება“ | France Bleu ნიცას მიქაუტაძეს ურჩევს