ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

„ავსტრიაში მოვემზადებით, ევროზე ტურისტებად არ მივდივართ“ | ალექსანდრე იაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის გასამართ მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა. იაშვილის თქმით, „ჯვაროსნები“ 2 ივნისს შეიკრიბებიან და ევრო 2024-ისთვის ავსტრიაში მოემზადებიან.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ბევრ ფეხბურთელს დიდი მოტივაცია მისცა. ჩვენ დიდი ხანი ვატარებდით იმ სიმძიმეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვხვდებოდით. გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ, რაც ნაკრების მწვრთნელმაც აღნიშნა. ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ იმისთვის, რომ წარმატებით ვითამაშოთ. ამის ამბიცია გვაქვს.

რადგან თბილისში არ გვიწევდა თამაში, ბევრი ფეხბურთელი 26 მაისს ამთავრებს სეზონს, ამიტომ სრული შემადგენლობით შევიკრიბებით ავსტრიაში. საგურამოშიც კარგი პირობებია, ჩავთვალეთ ბევრად უკეთესი იქნებოდა შეკრება ავსტრიაში გაგვევლო, რადგან ავსტრია გერმანიასთან ახლოსაა და აკლიმატიზაციისთვის ავსტრიაში შეკრების გავლა მნიშვნელოვანია".

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჯგუფიდან გასვლის რესურსი გვაქვს“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
„ჯგუფიდან გასვლის რესურსი გვაქვს“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია