ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ჯგუფიდან გასვლის რესურსი გვაქვს“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხის“ საპრესკონფერენციო დარბაზში შემადგენლობა დაასახელა და მედიასთან ისაუბრა.

2-3 თვის წინ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ოცნება იყო. ახლა ვსაუბრობთ იმაზე გავალთ თუ არა ჯგუფიდან. მითამაშია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველაზე რთულია.

არ მსურს ჩემი ფეხბურთელებისთვის მინიმალური მიზნის დასახვა, შრომითა და პოტენციალით ჯგიფიდან გასვლის რესურსი გვაქვს. ლევან შენგელიამ ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ ასევე გვყავს წიტაიშვილი, რომელიც საკმაოდ აგრესიულია. თითოეულ ფეხბურთელს ვაფასებ, მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. გადავწყვიტე სამი მოთამაშე ერთ პოზიციაზე არ გამომეძახა, ეს რთული გადაწყვეტილება იყო. ამიტომ არ მოხვდა აზაროვი სიაში.

ზოგჯერ როცა ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებული არაა, ის ვარჯიშს წყვეტს. რთული თემაა, შესაძლოა ნებისმიერმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღოს და შესაძლოა სიაში ცვლილება მოხდეს. 7 ივნისამდე გვაქვს დრო, რომ საბოლოო განაცხადი წარვადგინოთ უეფაში.

თქვენ უკვე მიცნობთ და იცით, რომ ფეხბურთი შრომა, დისციპლინა და პროფესიული მიდგომაა. ბედნიერი ვარ იმით, რა პროგრესიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა. მარტში მატჩების წინ შეკრებამ ოპტიმალურად ჩაიარა. მაშინ ნაკრებში ისეთი გარემო იყო, როგორიც არასდროს ყოფილა რაც მე ნაკრებში ვმუშაობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრების ფეხბურთელებმა კლუბებში წარმატებით ითამაშეს, სანაკრებო მატჩებს კარგი ემოციებით ხვდებიან. მარტის გამარჯვება სრულიად ფანტასტიკური იყო. ნიჭს ფეხბურთში მცირე ადგილი უკავია, მთავარი შრომაა. ოთარ კიტეიშვილმა ბევრი რამ გამოასწორა თავისი მიდგომით. თამაში რომ მხოლოდ ნიჭზე იყოს დამოკიდებული, მე საჭირო არ ვიქნებოდი.

მე თვითონ ვყოფილვარ სიტუაციაში, როცა ევროპის ჩემპიონატისთვის 28-30 ფეხბურთელი გამოიძახეს და შემდეგ მწვრთნელს რამდენიმე მოთამაშისთვის იმის ახსნა დასჭირდა, თუ რატომ არ მიჰყავდა ევროპის ჩემპიონატზე, რადგან სია შესამცირებელი იყო. მე ასე გადავწყვიტე, ნაკრების სია არ გავაფართოვე. ლევან შენგელიას პოტენციალში დარწმუნებული ვარ, ის ყოველდღიურად ემზადება, სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

რაც შეეხება ქართველი ხალხის მაქსიმალიზმს, თქვენ მუდმივად ოცნებობთ წარმატებაზე. თქვენი ოცნებები და სურვილები ჩვენთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენენ. ოცნებების გარეშე არაფერი მოხდება ცხოვრებაში. მე არ მაქვს იმის პრობლემა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვიოცნებოთ.

ყოველთვის იქნებიან ფებხურთელები, რომლებსაც გამოუძახებლობაზე გული დაწყდებათ, მეც გული დამწყდება, თუმცა არჩევანი აღნიშნულ მოთამაშეებზე გავაკეთე და ახლა მუშაობის დროა’’.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები