გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გუნდის მენტალიტეტს იდეალურად შეეფერება“ | France Bleu ნიცას მიქაუტაძეს ურჩევს

„აიაქსი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და ამსტერდამელთა ერთ-ერთი რჩეული „ნიცას“ თავკაცი, ფრანჩესკო ფარიოლია. ფრანგულმა გამოცემამ, France Bleu-მ „ნიცას“ ურჩია, ნიდერლანდელთა ინტერესი სათავისოდ გამოიყენოს და თუ „აიაქსმა“ მოლაპარაკებები დაიწყო, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებას შეეცადონ.

„აიაქსისგან გამოსასყიდი თანხის მიღების ნაცვლად, რატომ არ შეიძლება, რომ ნიცამ გიორგი მიქაუტაძის გადაბირება სცადოს? ის სერიული მეგოლეა, რომელიც მეცში იჯარის წესით იმყოფება და ფრანგული კლუბი გავარდნას პრაქტიკულად მარტომ გადაარჩინა. იანვრის შემდეგ, მიქაუტაძემ 11 გოლი გაიტანა. ზუსტად იმდენი, რამდენიც ნიცას საუკეთესო ბომბარდირმა, ტერემ მოფიმ.

მეფე გიორგიმ, ვინც ლიგა 2-ის გასულ სეზონში დომინირებდა და მეცი ლიგა 1-ში დააწინაურა, სამეფო გვირგვინი დაიბრუნა. მიქაუტაძე ძალიან საინტერესო საფეხბურთო პროფილით გამოირჩევა და უწყვეტი პროგრესი აქვს. ქართველი თავდამსხმელი ტექნიკურია, ძლიერი დარტყმა აქვს, ძალისმიერი სტილით გამოირჩევა, არასდროს ნებდება და ნიცას მენტალიტეტს იდეალურად შეეფერება. მას ნიდერლანდებში დაბრუნება არ უნდა და ნიცას მხრიდან, მისი გაფორმება ბრწყინვალე ნაბიჯი იქნება“, - წერს France Bleu.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გუნდმა ლიგა 1-ის სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა, „ნიცა“ კი მეხუთეზე გავიდა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ შეცვლის კროოსს? - MARCA-ს სამი კანდიდატი ჰყავს
ვინ შეცვლის კროოსს? - MARCA-ს სამი კანდიდატი ჰყავს