ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„ოლიმპიადაღა დარჩა“ | როგორ გამოეხმაურა EJU გრიგალაშვილის ტრიუმფს

ევროპის ძიუდოს კავშირი, EJU -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფს გამოეხმაურა. აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, გრიგალაშვილმა ოქროს მედალი დაისაკუთრა და მსოფლიოს საუკეთესო ჯუდოკა ზედიზედ მესამედ გახდა, რაზეც EJU-მ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.

„საქართველომ ბრინჯაოს მედლის აღების შანსი კი დაკარგა, მაგრამ დიმიტრი გოჩილაიძის შემდეგ, ტატამიზე გასვლას ტატო გრიგალაშვილი ელოდებოდა და მზად იყო, ტიმურ არბუზოვის წინააღმდეგ ტიტული დაეცვა. 20 წლის არბუზოვმა, საწყის რაუნდებში, რეიტინგის პირველ ნომერს, მატიას კასეს მოუგო და მისი მიზანი რეიტინგის მეორე ნომრის დამარცხება და წითელი არშიის დასაკუთრება იყო.

ფინალი აკრობატული შეხვედრა გამოდგა და გრიგალაშვილს სამედიცინო დახმარება ორჯერ დასჭირდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე, ტატამიზე ახლად დაბრუნებულმა ტატომ მსოფლიო ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა და მეტოქეს ურა ნაგე გაუკეთა. გრიგალაშვილმა ტიტული მესამედ მოიგო და საქართველოს ისტორიაში შევიდა! 2024 წელს, მან მხოლოდ მეორე ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგების შემდეგ, ერთადერთი, რაც დარჩა, ოლიმპიადაა“, - წერს EJU.

ცნობისთვის, გრიგალაშვილმა ოქროს მედლამდე რთული გზა გაიარა და 5 ბრძოლა გამართა, ტატამიზე კი, საერთო ჯამში, 20:37 წუთი გაატარა. ტატომ ტიმო კაველიუსს, ვედატ ალბაირაკს, სომონ მაკმადბეკოვს, ჯონჰვან ლისა და ზემოთ ხსენებულ არბუზოვს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცენტრალური ადგილი ნაპოლის პროექტში | Corriere კვარაზე წერს
ცენტრალური ადგილი ნაპოლის პროექტში | Corriere კვარაზე წერს