ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ტაირიზ ჰალიბერტონი, ჯრუ ჰოლიდეი, პასკალ სიაკამი, მაილს ტერნერი
Aa
Aa

ბრაუნის რთული სამიანი და ოვერტაიმი | ინდიანამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ერთმანეთს „ბოსტონ სელტიქსი“ და „ინდიანა პეისერსი“ ხვდებიან. „ბოსტონს“ საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს და პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე გამართა. „სელტიქსი“ მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ თამაში შემოატრიალა და ოვერტაიმში იმარჯვა.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 46 წამით ადრე, „ინდიანა“ სამი ქულით იგებდა და დაცვაში კარგად ითამაშა, თუმცა, ორჯერ შეცდა. ჯერ ბურთი ტაირიზ ჰალიბერტონმა დაკარგა, შემდეგ კი ენდრიუ ნემბჰარდმა და „ბოსტონს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა. ჯეილენ ბრაუნმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც „ბოსტონი“ უკეთესი იყო და 133:128 იმარჯვა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო - 36 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ჩაჭრა. ჯრუ ჰოლიდეიმ 28 ქულა ჩააგდო, ჯეილენ ბრაუნმა - 26. „ინდიანას“ რიგებში 25 ქულით ტაირიზ ჰალიბერტონი გამოირჩა და 10 ასისტიც ჰქონდა. პასკალ სიაკამმა 24 ქულა, 12 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა, მაილს ტერნერმა 23 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, „ბოსტონი“ მეორე შეხვედრასაც საკუთარ კედლებში გამართავს და მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით, 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვირთხისთვის დამახასიათებელი ქმედება“ | კონორმა ხაბიბიც გააკრიტიკა
„ვირთხისთვის დამახასიათებელი ქმედება“ | კონორმა ხაბიბიც გააკრიტიკა