თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო - ბოლონიამ სერია მოიგო და ნახევარფინალშია

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეი-ოფის სტადიის მეოთხედფინალში „ვირტუს ბოლონიამ’’ „ტორტონას’’ 92:63 მოუგო და სერიაში 3:2 გაიმარჯვა.

გამარჯვებულთა ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, მის აქტივში 23 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასია. ორივე გუნდს შორის ყველაზე შედეგიანი იყო.

ფლეი-ოფის ნახევარფინალში „ბოლონია’’ „ვენეციას’’ შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ოლიმპია მილანო'' „ბრეშას'' დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები