“ჩვენი მენტალიტეტი საოცარია“ - ალონსო ფინალის წინ
ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს ატალანტა და დაუმარცხებელი ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ალონსო:
„ვიცით, რომ ატალანტას გასპერინისთან ერთად ძალიან მკაფიო იდენტობა აქვს. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ. ბერგამოელები განვითარებას აგრძელებენ. ატალანტას მსგავსი ტიპის გუნდებთან გერმანიაში ვითამაშეთ, მაგრამ ფინალში მთავარი მენტალური მზაობა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს.
ჩვენი აქცენტი თამაშის მომზადებაზეა, არაფერი შეგვიცვლია. უკვე 51 მატჩი ჩავატარეთ და ფეხბურთელებმა კარგად იციან, თუ რა უნდა გააკეთონ. ჩვენი ამოცანა მომავალი ორი თამაშის მოგებაა. გასულ სეზონში წაგებული ნახევარფინალი დიდი მოტივაციაა. ეს იმედგაცრუება გამოვიყენეთ და ბევრი ვისაუბრეთ.
ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა აქ სამუშაო შემომთავაზეს. მხოლოდ წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მენტალიტეტი, რომელიც ახლა გვაქვს ნამდვილად საოცარია.“
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩია არ წაუგია. მეტიც, ბუნდესლიგა წაგების გარეშე მოიგო და ასეთი შედეგი ისტორიაში არავის ჰქონია.
ატალანტასა და ბაიერის დაპირისპირება 22 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.