ოფიციალურად - პოჩეტინომ ჩელსი დატოვა
ლონდონის „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მაურისიო პოჩეტინომ „არისტოკრატები“ დატოვა.
სპორტულმა დირექტორმა ლოურენს სტიუარტმა განაცხადა:
„გუნდის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ მაურისიოს ამ სეზონში გაწეული სამსახურისთვის. ის ნებისმიერ დროს დაბრუნდება სტემფორდ ბრიჯზე და ჩვენ მას ყოველივე საუკეთესო ვუსურვებთ სამწვრთნელო კარიერაში.“
თავად არგენტინელმა სპეციალისტმაც გააკეთა განცხადება:
„მადლობა „ჩელსის“ მფლობელთა ჯგუფს და სპორტულ დირექტორებს ამ საფეხბურთო კლუბის ისტორიის ნაწილის შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ახლა „ჩელსი“ იმ კონდიციაშია, რომ წინსვლა გააგრძელოს პრემიერ ლიგასა და ევროპაში მომდევნო წელს.“
შეგახსენებთ, რომ მაურისო პოჩეტინო ლონდონურ კლუბში გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. „ჩელსიმ“ მისი ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელთან თანამშრომლობით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება.
Club statement: Mauricio Pochettino
— Chelsea FC (@ChelseaFC) May 21, 2024