მადრიდის რეალი, ტონი კროოსი, იოზუა კიმიხი, ნიკოლო ბარელა, ჯოი ვეერმანი
Aa
Aa

ვინ შეცვლის კროოსს? - MARCA-ს სამი კანდიდატი ჰყავს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ტონი კროოსი ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, ფეხბურთიდან წავა.

ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ესპანური მედია მის შემცვლელებზე წერს. უკვე ცნობილია, რომ „ბლანკოსი“ ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერზე იმუშავებს.

ავტორიტეტული გამოცემა MARCA კი სამ სხვა კანდიდატზე წერს, რომლებსაც სათამაშო სტილიდან გამომდინარე გერმანელის შეცვლა შეუძლიათ.

პირველი კანდიდატი იოზუა კიმიხია, რომელსაც დიდი ხანია ბაიერნიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. „რეკორდმაისტერში“ ის ძირითადად მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და მის უკმაყოფილებას სწორედ ეს იწვევს. კიმიხის სურვილი ნახევარდაცვაში თამაშია. მის მომავალს ასევე ბარსელონასაც უკავშირებენ.

მეორე კანდიდატი ბარელაა, თუმცა ის ინტერის ნახევარმცველი ტოპ ვარსკვლავების კანდიდატებში არ გადის და ძნელად სავარაუდოა, რომ ის „სამეფო კლუბის“ ძირითადში ვიხილოთ.

მესამე კანდიდატი კი ალბათ ბევრისთვის უცნობი პსვ-ს ნახევარმცველი ჯოი ვეერმანია. MARCA საინეტრესო განმარტებას გვთავაზობს.

MARCA:

„ნიდერლანდელი ფეხბურთელი ამ სამეულში ყველაზე უცნობია, თუმცა მას კროოსის მსგავსი პროფილი აქვს. ვეერმანი მინდორზე ისე გადაადგილდება, როგორც ამას ტონი აკეთებს.

ვეერმანი ნახევარდაცვის მარცხენა მხარეს ასპარეზობს და ბურთის ამოტანა შესანიშნავად შეუძლია. მისი გრძელი პასები კი ნამდვილად გამოსარჩევია. რეგულარულად თამაშობს სიღრმიდან და საიმედოდ ურტყამს ჯარიმებს.

როგორც ზემოთ ნაჩვენებ სურათში ჩანს, მისი მოძრაობის არეალი თითქმის კროოსის იდენტურია. განსაკუთრებით შეტევის და თავდაცვის დროს. მას მაღალი ინტელექტი აქვს და პოზიციის ზუსტი შერჩევის უნარი გააჩნია.“

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ 2014 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 463 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 28 გოლი გაიტანა და 98 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კროოსი მადრიდის რეალის მაისურით ბოლო მატჩს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

10-წლიან მადრიდულ კარიერაში კროოსმა 4 ლა ლიგა, ერთი კოპა დელ რეი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფა-ს სუპერ თასი და 5 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველადი მოლაპარაკება შედგა - ბაიერნი კომპანის დანიშვნას განიხილავს
პირველადი მოლაპარაკება შედგა - ბაიერნი კომპანის დანიშვნას განიხილავს