დარჩენა გადაწყვიტა - კაკაბაძემ კრაკოვიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
„კრაკოვიას’’ მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ მოქმედ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს არ დაელოდა და გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
„კრაკოვიას'' პრეზიდენტმა მატეუშ დროჟდჟმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ ოთართან ახალ კონტრაქტზე შევთანხმდით. მადლობა მოლაპარაკებაში ჩართულთ, ოთარს წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის ევრო 2024-ზე''.
გასულ ზამთარში პოლონელი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩუკი წერდა, რომ კაკაბაძის მიმართ ინტერესი „კრემონეზეს’’ ჰქონდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და გერმანიაში ოთარ კაკაბაძე ითამაშებს, შესაძლებელი იყო მის მიმართ ინტერესი უფრო ძლიერ კლუბებს გამოეხატათ, თუმცა ცხადია თუ ევრო 2024-ზე მაღალ დონეზე ითამაშებს, ვერაფერს გამოვრიცხავთ, ასეთ შემთხვევაში ტრანსფერის ალბათობა არსებობს.
28 წლის ფეხბურთელმა „კრაკოვიაში’’ ბოლო სამი სეზონი ჩაატარა, 2023-24 წლების სეზონში ტრავმების გამო საერთო ჯამში მხოლოდ 25 მატჩი ჩაატარა (23 - პოლონეთის ჩემპიონატი, 2 - პოლონეთის თასი), გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
თბილისის „დინამოს’’ გარდა კაკაბაძეს ლა ლიგა 2-ის „ხიმნასტიკსა’’ (2016-18) და „ტენერიფეში’’ (2020-21) უთამაშია. ასევე, 2017 წელს „ხიმნასტიკმა’’ დანიურ „ესბიერგში’’ ნახევარი სეზონით გაანათხოვრა.