“საუკეთესო მდგომარეობაში ვართ“ - გასპერინი ლევერკუზენთან მატჩის წინ
ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს ატალანტა და დაუმარცხებელი ლევერკუზენის ბაიერი შეხვდებიან. მატჩის წინ, ბერგამოული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა გასპერინიმ?
„გვჯერა, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. სიმშვიდისთვის შესაბამისი დონე უნდა ვიპოვეთ, რათა შემდეგი 24 საათის შემდეგ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ბოლო თვეებში სკამაკა მკვეთრად გაუმჯობესდა, არა მხოლოდ გოლების, არამედ ხარისხის თვალსაზრისითაც. მოხარული ვარ, რომ ფინალში ყველა თავდამსხმელი ხელმისაწვდომია.
ვფიქრობ, ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით საუკეთესო მდგომარეობაში ვართ. ძალიან ვწუხვარ დე რუნის არყოფნის გამო. ის ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. ვიაზრებთ, თუ როგორი დიდი გუნდის წინაშე ვდგავართ. ვიცით, რომ ისინი დაუმარცხებლები არიან. საოცარი სეზონი აქვთ!! თუმცა ჩვენი მოგზაურობაც არ იყო ცუდი. ფინალში გასასვლელად ბევრი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ.
ლევერკუზენი ბრწყინვალე და უაღრესად ორგანიზებული გუნდია. თანაბრად კარგად თამაშობენ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. რასაც ამ სეზონში მიაღწიეს შემთხვევითი არ არის. რა თქმა უნდა, ფინალში მცირე დეტალები ბევრ რამეს გადაწყვეტს. ვფიქრობ, იტალიის ჩემპიონატი ბოლო წლებში გაუმჯობესდა, რადგან იტალიური გუნდები ხშირად გადიან ევრო ტურნირების ფინალში.“
ცნობისთვის, ატალანტასა და ლევერკუზენის ბაიერის საფინალო დაპირისპირება 22 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.