ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
Aa
Aa

ისტორიული მესამე ოქრო და დამარცხებული რუსი - ტატო მსოფლიო ჩემპიონია

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

-81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ფინალში რუს ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ტატომ კარიერაში მესამედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ამასთან, ტურნირის ფინალში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზა. ასევე, ტატო გრიგალაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ შეძლო ოქროს მედლის აღება.

ფინალამდე, გრიგალაშვილმა ნახევარფინალში კორეელი ჯუნჰვან ლი ვაზარით დაამარცხა, უფრო ადრე კი ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს, თურქეთის სახელით მოასპარეზე ვანო რევაზიშვილსა და გერმანელ ტიმო კაველიუსს მოუგო.

დღესვე, საქართველოს სახელით ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება დიმიტრი გოჩილაიძეს შეეძლო. ახალგაზრდა ძიუდოისტი მედლისთის ბრძოლაში ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან დამარცხდა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი -60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. გუშინ, ბრინჯაოს პრიზიორი კი -66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები