პირველადი მოლაპარაკება შედგა - ბაიერნი კომპანის დანიშვნას განიხილავს
როგორც მოგეხსენებათ, ტომას ტუხელი შემდეგ სეზონში მიუნხენის ბაიერნს აღარ გაწვრთნის. „რეკორდმაისტერი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
გერმანელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ ბაიერნი ვენსენ კომპანისთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული. პლეტენბერგის ცნობით, მხარეებს შორის კონკრეტული საუბარი უკვე შედგა. გერმანული გრანდის ბოსები კომპანიში დიდ პოტენციალს ხედავენ.
ბელგიელ ყოფილ ფეხბურთელს კარგი შანსი აქვს, რომ ბაიერნის მწვრთნელი გახდეს. რა თქმა უნდა, არიან სხვა კანდიდატებიც, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ ახლა კონკრეტულად კომპანისთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
???????? News #Kompany x FC Bayern:
— Florian Plettenberg (@Plettigoal) May 20, 2024
➡️ Kompany is currently a very interesting candidate for Bayern
➡️ Concrete talks have already taken place as revealed
➡️ Some Bayern bosses see a lot of potential in him!
Kompany has a serious chance of becoming the new Bayern coach. More… pic.twitter.com/YxVZRX6hz9
ცნობისთვის, გერმანული გიგანტის გარშემო ჰანსი ფლიკის სახელმაც გაიჟღერა, რომელმაც 2020 წელს ბაიერნს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი კაპიტანი 2019/2022 წლებში ანდერლეხტს წვრთნიდა. 2022 წლიდან დღემდე კი ბარნლის დამრიგებელია.