33-კაციანი განაცხადი | ინგლისის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროსთვის
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. „სამი ლომის“ თავკაცის სია 33-კაციანია და ევრო 2024-ის დაწყებამდე გამართული მატჩების შემდეგ, რაოდენობა 26-მდე შემცირდება.
Confirming the #ThreeLions' pre-#EURO2024 training squad! ????????????????????????????
— England (@England) May 21, 2024
მეკარეები: დინ ჰენდერსონი, ჯორდან პიკფორდი, აარონ რამსდეილი, ჯეიმს ტრაფორდი.
მცველები: ჯერედ ბრენტუეითი, ლუის დანკი, ჯო გომესი, მარკ გეჰი, ეზრი კონსა, ჰარი მაგუაიერი, ჯარელ ქუანსა, ლუკ შოუ, ჯონ სტოუნსი, კირან ტრიპიერი, კაილ უოკერი.
ნახევარმცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯუდ ბელინგემი, კონორ გალაჰერი, კურტის ჯონსი, კობი მაინუ, დეკლან რაისი, ადამ უორტონი.
თავდამსხმელები: ჯეროდ ბოუენი, ებერეჩი ეზე, ფილ ფოდენი, ენტონი გორდონი, ჯეკ გრილიში, ჰარი კეინი, ჯეიმს მედისონი, კოულ პალმერი, ბუკაიო საკა, აივან ტოუნი, ოლი უოტკინსი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 3 და 7 ივნისს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. „სამი ლომის“ მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა და ისლანდია იქნებიან, რის შემდეგაც საუთგეიტი საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს.