კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ, ლეაუ, ფელიქსი და სხვები | პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სელესაო“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა და „ჯვაროსნები“ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშებენ.

მეკარეები: დიოგუ კოშტა (პორტუ), რუი პატრისიუ (რომა), ჟოზე სა (ვულვზი).

მცველები: ნელსონ სემედუ (ვულვზი), ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა/მანჩესტერ სიტის საკუთრებაა), დიოგუ დალო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნუნუ მენდეში (პსჟ), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ანტონიუ სილვა (ბენფიკა), დანილო პერეირა (პსჟ), გონსალუ ინასიო (სპორტინგი) .

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაუ ნევეში (ბენფიკა), ჟოაუ პალინია (ფულემი), ოტავიო (ალ-ნასრი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), ვიტინია (პსჟ), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი), დიოგუ ჟოტა (ლივერპული), ფრანსიშკუ კონსეისაუ (პორტუ), გონსალუ რამუში (პსჟ), ჟოაუ ფელიქსი (ბარსელონა/ატლეტიკოს საკუთრებაა), პედრუ ნეტუ (ვულვზი), რაფაელ ლეაუ (მილანი).

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცენტრალური ადგილი ნაპოლის პროექტში | Corriere კვარაზე წერს
ცენტრალური ადგილი ნაპოლის პროექტში | Corriere კვარაზე წერს