ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ცენტრალური ადგილი ნაპოლის პროექტში | Corriere კვარაზე წერს

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალსა და „ნაპოლის“ გეგმებს საინტერესო სტატია მიეძღვნა. იტალიური გამოცემა აცხადებს, რომ „კვარა“ „პარტენოპეის“ სამომავლო გეგმების ცენტრში იმყოფება, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენი“ ქართველ გარემარბს აქტიურად აკვირდება და უკან დახევას არ აპირებს.

„ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს, ხვიჩა კვარაცხელიას არაფერი შეეხება. კვარას ცენტრალური ადგილი უკავია ნაპოლის სამომავლო გეგმებში, რომელთა მიზანიც ფერფლიდან აღდგენა და აღმშენებლობის დაწყებაა. ესაა კლუბის იდეა, რომელსაც ვერსად გავექცევით, თუმცა, აშკარაა, რომ რამდენიმე პრობლემაა მოსაგვარებელი: კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი და პარი სენ-ჟერმენი, რომელიც ქართველ ტალანტს აკვირდება.

კვარაცხელია ნაპოლის საფეხბურთო პროექტის ცენტრშია და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა მასზეა დამოკიდებული. ვიქტორ ოსიმენი მზადაა, ბარგი ჩაალაგოს და წავიდეს, რის შემდეგაც კვარა პირველი კანდიდატი იქნება, რომ პარტენოპეის ხელახლა დაბადების პროცესის მთავარი გმირი გახდეს.

პარი სენ-ჟერმენი კვარაცხელიას გადაყვანაზე სერიოზულად ფიქრობს და ალ-ხელაიფის სამეფოს ჩემპიონები და ტრანსფერები სწყურია. პარიზელები დიდი ხანია, ვიქტორ ოსიმენს აკვირდებიან და ახლა, იმავეს ხვიჩასთან მიმართებით აკეთებენ. სიმართლეა, რომ პსჟ-ს კონკრეტული ინტერესი აქვს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისს კვარას სანაცვლოდ 120, 130 მილიონი ევრო უნდა, რაც ძალიან დიდი თანხაა. პარი სენ-ჟერმენს ფინანსური პრობლემები არ აქვს, მაგრამ როგორც ყოველთვის, სატრანსფერო ბაზარზე მთავარი სურვილია“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ხელშეუხებელი არავინაა და ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჭკუასუსტია, ჩემპიონად არ ვთვლი“ | კონორმა ილიაზე ბევრი ცუდი რაღაც თქვა
„ჭკუასუსტია, ჩემპიონად არ ვთვლი“ | კონორმა ილიაზე ბევრი ცუდი რაღაც თქვა