„ნაწილებად დაშლის“ | მაკგრეგორი თვლის, რომ ილიას ჰოლოუეისთან შანსი არ აქვს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ირლანდიელმა განაცხადა, რომ მოქმედ ჩემპიონს, ილია თოფურიას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შანსი არ აქვს და „დალოცვილი“ მას ნაწილებად დაშლის.
„ჰოლოუეი ძალიან მსუბუქი და ძალიან სწრაფია. ვფიქრობ, თოფურიამ და მაქსმა რომ იჩხუბონ, ჰოლოუეი მას ნაწილებად დაშლის. დალოცვილს იგივე აქამდეც გაუკეთებია და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყო, ახლა კი BMF-ის (Baddest Motherfucker) ქამარს ფლობს“.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და ბოლო წამზე მოპოვებული ნოკაუტით იმარჯვა. უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქე სწორედ „დალოცვილი“ იქნება, მაგრამ UFC-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
გეტყვით იმასაც, რომ მაკგრეგორი მომდევნო ბრძოლას მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართავს და მათი ჩხუბი UFC 303-ის მთავარი მოვლენა იქნება. ირლანდიელს ბოლო ორი ჩხუბი დასტინ პორიესთან აქვს წაგებული, მანამდე კი დონალდ სერონის მოუგო.