გადაწყვეტილია - ჩუამენი ჩ.ლიგის ფინალში ვერ ითამაშებს
მადრიდის რეალის ბანაკიდან არასასიამოვნო ინფორმაციამ გამოჟონა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორელიან ჩუამენი ვერ ითამაშებს.
ფრანგმა ნახევარმცველმა ტრავმა მიუნხენის ბაიერნთან მიიღო. თავდაპირველად იყო იმედი, რომ ჩუამენი თამაშს შეძლებდა, მაგრამ მას ტერფის მესამე ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. ეს კი ყველანაირ შანსს გამორიცხავს.
რა თქმა უნდა, ორელიანი ყველაფერს ცდილობს, მაგრამ გარისკვა არ შეიძლება. არის შანსი, რომ ის ევრო 2024-ზეც ვერ წავიდა. დიდიე დეშამს კი ამ კუთხით ნამდვილად ექნება სანერვიულო.
L’equipe-ს ინფორმაციით, რეალის ნახევარმცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და კონსულტაცია სწორედ იქ გაიარა. მას გამოჯანმრთელების ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
აღნიშნული გამოცემა არ წერს, თუ რა დროს სჭირდება ფრანგი ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას, თუმცა არის ვარაუდი, რომ ის ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალისა და დორტმუნდის ბორუსიას დაპირისპირება პირველი ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.