ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლო სკირა
Aa
Aa

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - კვარაცხელიას წასვლა უნდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ინფორმაციებს მუდამ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რის გამოც საფეხბურთო წრეებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ამჯერად მან „ნაპოლის“ ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ბუნებრივია ყველაზე ვრცლად ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე იყო საუბარი.

რას ამბობს სკირა კვარაზე

შეიძლება ბოლო პერიოდში აურელიო დე ლაურენტისთან ხშირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ვფლობ ინფორმაციას, რომ ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. სიტუაციას ამძიმებს ის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც კვარაცხელია კლუბის ხელმძღვანელებისგან გრძნობს. როგორ შეიძლება სერია A-ს შარშანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშის ხელფასი 2 მილიონი ევრო მაინც არ იყოს და შენზე მეტი ანაზღაურება აბსოლუტურად ყველა თანაგუნდელს ჰქონდეს? ვიცი, რომ კვარას მიმართ ბოლო შეთავაზება ასეთია - 2027 წლამდე მოქმედი ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელება, რომლის მიხედვითაც ის წლიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს და ამას გარკვეული ბონუსებიც დაემატება. თუმცა, აქ უკვე ფულის რაოდენობაზე კი არა, საუბარი პრინციპებზე და პიროვნულ წყენაზეა.

ყველა ტურნირზე გამართულ 44 შეხვედრაში წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. პარასკევს, „ფიორენტინასთან“ გამართულ შეხვედრაში კი მან ორთვიანი მშრალი სერია დაასრულა და ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო პიეტრო ტერაჩიანოს კარი. სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: დე ლაურენტისი ვინჩენცო იტალიანოს შეუთანხმდა
Il Mattino: დე ლაურენტისი ვინჩენცო იტალიანოს შეუთანხმდა