სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს - მუჯირი მომხდარ ინციდენტზე
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-15 ტურში „დინამო ბათუმი“ – “იბერიას” შეხვედრაში მოვლენები დრამატულად განვითარდა. მასპინძლები სტუმრებს ორჯერ ამარცხებდნენ, თუმცა საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ, რასაც მთავარი არბიტრის უსამართლო გადაწყვეტილებას აბრალებდნენ. კონსტანტინე გიორგაძემ ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ, მე-13 წუთზე “დინამო ბათუმის” ლეგიონერი ჟან ვიქტორი გააძევა, რაც მატჩის დამთავრების მერე კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ემოციურად გააპროტესტა. მომხდარ ინციდენტზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.
რა თქვა მუჯირმა
მართალია ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა, თუმცა მანამდე ჩვენი ყურადღების ქვეშ არის Crystalbet ეროვნული ლიგა, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო მატჩი იმართება. ბევრ კლუბს გაუჩნდა ამბიცია ჩემპიონი გახდეს, იბრძოლოს ევროსაგზურისთვის და აქედან გამომდინარე, თითოეული გუნდის წარმომადგენლის ემოცია ჩემთვის გასაგებია. ინციდენტების თაობაზე კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი კომიტეტი იმსჯელებს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.
არბიტრების მუშაობით უკმაყოფილო კიდევ ერთი კლუბის, „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფიაც დარჩა - მან ჯენერი ხორავას მსაჯობით, რომელმაც „დილასთან“ შეხვედრაში დედაქალაქური კლუბის ორი ფეხბურთელი გააძევა. ფიფიამ აღნიშნა, რომ საკითხს აღმასკომის უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში დააყენებს.