დრამატული მატჩი ბათუმში და იბერია 1999-ის გამარჯვება | Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ. გორის „დილამ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა, „ტორპედოსა“ და „კოლხეთი 1913“-ის თამაშში 7 გოლი გავიდა, ხოლო „იბერია 1999“-მა „დინამო ბათუმს“ დრამატულ ბრძოლაში სძლია.
15 ტურის შემდეგ, პირველ პოზიციას „დილა“ იკავებს და 34 ქულა აქვს. „იბერია 1999“-ის ანგარიშზე 32 ქულაა, ხოლო „დინამო ბათუმი“ 27 ქულით მესამეა.
იხილეთ მე-15 ტურის მიმოხილვა.