ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ნინო ლოლაძე
Aa
Aa

გამარჯვება იპონით - მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.

-66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელი მატეო პირასი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.

ამ ბრძოლამდე, მარგველაშვილმა რეპეშაჟში მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს მოუგო, უფრო ადრე, 1/4 ფინალში იაპონელ ტაკეში ტაკეოასთან დამარცხდა, მანამდე ჯერ რუსი მურად ჩოპანოვი დაამარცხა, შემდეგ კი უზბეკი სარდორ ნურილაევი გამოთიშა ასპარეზობას.

მარგველაშვილის გარდა, დღეს ტატამიზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ. -73 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი პირველ წრეში ფრანგ ჟან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა, ლაშა შავდათუაშვილმა კი თავისი შეხვედრა მონღოლ ანხზაია ლავარღალთან დათმო. გოგონებში ჩვენი ქვეყნის სახელით -57 კგ. წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში არგენტინელი ბრისა გომესი დაამარცხა, შემდეგ კი ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა.

ცნობისთვის, ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა. მანამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ეს 2017 წელს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო პირველობაზე შეძლო.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირის პირველ დღეს, მსოფლიოს ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი -60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი გახდა, დღეს კი ყულაბას ვერცხლის მედალიც შეემატა.

ხვალ ტატამიზე საქართველოს სახელით სამ ძიუდოისტს ვიხილავთ. ვაჟებში, -81 კგ. წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი და დიმიტრი გოგლიჩიძე დაიცავენ, გოგონებში კი მედლის მოპოვებას -63 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაზარი დამატებით დროში - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ვაზარი დამატებით დროში - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია