გიორგი ტერაშვილი, ნინო ლოლაძე
Aa
Aa

ორი მარცხი | ტერაშვილი და ლოლაძე მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ

არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, ტატამიზე 4 ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ და ჩვენი ნაკრების ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ნინო ლოლაძე დაიცავენ.

სამწუხაროდ, ლოლაძე და ტერაშვილი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. ტერაშვილი პირველ წრეში ჟოან-ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდა და შიდოებით დამარცხდა. ლოლაძემ პირველ წრეში ბრისა გომესს სძლია, მაგრამ მეორე რაუნდში იველინა ილიევასთან წააგო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შავდათუაშვილი და მარგველაშვილი ტურნირში მეორე რაუნდებიდან ჩაერთვებიან. შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას მონღოლეთის წარმომადგენელ ანხზაია ლავჯარგალის წინააღმდეგ გამართავს, მარგველაშვილის მეტოქის ვინაობა კი უახლოეს წუთებში გაირკვევა.

      ცნობისთვის, ხვალ ტატაიმზე 3 ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ. ეთერ ასკილაშვილი კიიომი ვატანაბეს შეხვდება, დიმიტრი გოჩილაიძე მიჰაილ ლატისევს, ტატო გრიგალაშვილი კი ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      SAKARTVELO-ს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი | EJU სარდალაშვილის ტრიუმფზე
      SAKARTVELO-ს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი | EJU სარდალაშვილის ტრიუმფზე