გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მამარდაშვილის ბოლო სასწაული მესტალიაზე“ | რას წერს Marca ქართველ მეკარეზე

„მამარდაშვილის ბოლო სასწაული მესტალიაზე“ , - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca და „ვალენსიასა“ და „ჟირონას“ მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე წერს. Marca ქართველი მეკარის ჟესტზე აკეთებს აქცენტს და მის მომავალზე გვესაუბრება.

„კადრები, რომლებიც ყოვლისმთქმელია. საუბარია გუშინდელ მატჩზე და ვალენსიას ბოლო საშინაო შეხვედრაზე სეზონში, რომელსაც ჩავარდნილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სანამ ტრიბუნებზე მყოფი ადამიანები ფიქრობდნენ დაესტვინათ, მოწყალების ნიშნად ტაში დაეკრათ თუ მხარი დაეჭირათ ბიჭებისთვის, რომლებმაც პიტერ ლიმის მორიგი დანაშაული გავარდნას გადაარჩინეს, მასპინძელთა კარში მდგომი გიგანტი დაპატარავდა.

იმედგაცრუებული გამომეტყველება სახეზე, კარის ძელზე მიდებული თავი და გადაჯვარედინებული ხელები - ჟესტი, რომელიც სიბრაზისა და სასოწარკვეთის გამომხატველი იყო. იმ მომენტში, გიორგი მამარდაშვილის გონებაში ათასი აზრი ტრიალებდა. ის მიმდინარე სეზონში, ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელია და სხვებზე ძალიან მაღლა დგას. ქართველი მეკარე ხვდება, რომ მესტალიაზე დიდი დრო აღარ დარჩა და შეიძლება ყველაფერი დასრულებულიცაა. ვალენსიაში ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და იცის, რომ რომც მოისურვოს, მისი კლუბში დარჩენა თითქმის წარმოუდგენელია.

ჰორიზონტისთვის ყურებაში გატარებული რამდენიმე წამის შემდეგ, მამარდაშვილი წამოდგა, ტრიბუნებს გახედა, კლუბის გერბს აკოცა, რაც გამოსამშვიდობებელი ჟესტი გახლდათ და გასახდელისკენ გაემართა. მორიგ სასწაულებრივ მატჩში, რომელშიც მან სხვა განზომილების სეივები შემოგვთავაზა, სამი გოლი მაინც გაუშვა და ზამორას ჯილდოსთვის ბრძოლას გამოეთიშა“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, მამარდაშვილმა ლა ლიგის ამ სეზონში 36-დან 13 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. მშრალი მატჩების რაოდენობით იგი მხოლოდ უნაი სიმონს (17), ალექს რემიროსა (16) და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (15) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SAKARTVELO-ს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი | EJU სარდალაშვილის ტრიუმფზე
SAKARTVELO-ს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი | EJU სარდალაშვილის ტრიუმფზე