ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ბადრი კვარაცხელია
Aa
Aa

საუკეთესოსთვის შესაფერისი ხელფასი - ახალი ცნობები კვარაცხელიას კონტრაქტზე

მას შემდეგ რაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, გუნდის მეორე ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის შესახებ იტალიურ სპორტულ მედიაში ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

La Republica-ს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სერიოზულად შიშობს, რომ 23 წლის ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, რის გამოც კვარას გარემოცვასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს. თუმცა, ამავე გამოცემის ცნობით, როგორც ხვიჩას აგენტს მამუკა ჯუღელს, ასევე ფეხბურთელის მამას ბადრი კვარაცხელიას დე ლაურენტისთან დისტანცია უჭირავთ და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაესაუბრებიან, თუ კვარაცხელიას ისეთ პირობებს შესთავაზებს, როგორსაც კლუბის გამორჩეული მოთამაშე იმსახურებს.

იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ყოველწლიური ანაზღაურება 2027 წლამდე მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, 1.5 მილიონი ევროა, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. წლევანდელ სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე გამართულ 44 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TuttoSport: ზაფხულში ნაპოლის 5 ფეხბურთელი დატოვებს
TuttoSport: ზაფხულში ნაპოლის 5 ფეხბურთელი დატოვებს