პარა ძიუდო, რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზურაბ ზურაბიანი
Aa
Aa

სამი მედალი და ლიცენზიები - პარა ძიუდოს გრან პრი თბილისში

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული პარა ძიუდოს გრან პრი საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ქართველი პარა ძიუდოისტებიდან საუკეთესო შედეგი რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ) აჩვენა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახი ერლან კონკიევი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება ზურაბ ზურაბიანსა (-60 კგ) და გიორგი ქალდანს (-73 კგ), ისინი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქალდანმა უზბეკი პარალიმპიური ჩემპიონი ფერუზ საიდოვი დაამარცხა, ზურაბიანმა კი ბრაზილიელ ტიაგო და სილვას აჯობა.

თბილისის გრან პრიზე საქართველოს სახელით კიდევ შვიდი სპორტსმენი, ქეთი გილიგაშვილი (-57 კგ), მიშიკო შიობრიშვილი (-73 კგ), საბა ბაღდავაძე (-90 კგ), გიორგი ბერიძე (-90 კგ), ზვიად გოგოჭური (-90 კგ), ბაჩუკი შელია (-90კგ) და რამინ ყიფშიძე (+90 კგ) გამოვიდა, თუმცა ყველა მათგანი მედლის გარეშე დარჩა. საერთო ჯამში კი საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეჯიბრებაში, რომელიც პარაძიუდოში პარიზის პარალიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი იყო, 47 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პარიზის პარალიმპიადაზე გამოსვლის უფლება, რომელიც 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება, ხუთმა ქართველმა პარა ძიუდოისტმა, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა, ინა ქალდანმა, ლაშა ყიზილაშვილმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლის მედალი ალმადას გრან პრიზე - ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება
ვერცხლის მედალი ალმადას გრან პრიზე - ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება