ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუს 12 გოლი - ბრწყინვალე სეზონი შესანიშნავი გოლით დაასრულა

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის სეზონის ბოლო ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე’’ „ელვერსბერგს’’ ესტუმრა და 0:3 მოუგო. 52-ე წუთზე ნებელის საგოლე პასით ზივზივაძემ ანგარიში გახსნა. მალევე, ჰაისემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე გოლი ლარს შტინდლის აქტივშია.

პირველ ტაიმში ბუდუ ზივზივაძის გოლის გატანის ორი რეალური შანსი ჰქონდა, პირველ ეპიზოდში მეტოქის ფეხბურთელებს აჯობა, ბურთი კარგად „წაიღო’’, თუმცა შეტევა გოლით ვერ დასრულდა, მახვილი კუთხიდან ბუდუს დარტყმა მეკარემ მოიგერია. მეორე ეპიზოდშიც ახლო მანძილიდან დაარტყა და „ელვერსბერგის’’ მეკარემ ამ შემთხვევაშიც კარგად იმოქმედა.

52-ე წუთზე ნებელის პასის შემდეგ ბუდუმ იდეალურად ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

Crystalsport-ის ცნობით, ზივზივაძის გადაბირებით „სანქტ-პაულია“ დაინტერესებული, რომელმაც ბუნდესლიგა 2 მოიგო და შემდეგ სეზონში ელიტაში ითამაშებს. შესაძლოა, ქართველი ფორვარდი აღნიშნულ კლუბში გადავიდეს,

ბუნდესლიგა 2-ის 2023-24 წლების სეზონში ქართველმა ფორვარდმა 30 მატჩში 12 გოლი შეაგდო.  ბუნდესლიგა 2-ში ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ქართველ ფეხბურთელებს შორის ბუდუს შედეგი საუკეთესოა, მან ალექსანდრე იაშვილისა და ლევან კობიაშვილის რეკორდი მოხსნა (10-10 გოლი).

ბუნდესლიგა 2-ის სეზონი „კარლსრუემ'' მე-5 ადგილზე დაასრულა, 34 ტურში 55 ქულა დააგროვა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 8 ქულით ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები