გიორგი კილასონია, აკაკი ბასარია, ზურაბ ობოლაძე
Aa
Aa

3 ოქრო ჰეიდარ ალიევის თასზე - ქართველი მოკრივეების წარმატება

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჰეიდარ ალიევის თასზე გამოსვლა საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა შვიდი მედლით დაასრულა. მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე სპორტსმენებმა, რომლის ასისტენტიც წარსულში ცნობილი მოკრივე ნიკოლოზ იზორიაა, საერთო ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საუკეთესო შედეგი 54, 60 და 80 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად გიორგი კილასონიამ, აკაკი ბასარიამ და ზურაბ ობოლაძემ აჩვენეს, რომლებიც შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში სამივე ქართველმა ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, აზერბაიჯანის წარმომადგენელს მოუგო - კილასონიამ სუბხან ბაბაიევი დაამარცხა, ბასარიამ ვუსალ ხალილოვს აჯობა, ობოლაძე კი ალი მამიშოვზე ძლიერი აღმოჩნდა. ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა დავით მხეცაძეს (75 კგ), თუმცა ის ფინალში ბელარუს ზახარ შარანოვიჩთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. დანიელ რამიზ ოღლი (46 კგ), ნიკოლოზ ბერაია (63 კგ) და ლუკა მაზანაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველი მოკრივეებისთვის ეს ტურნირი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპად განიხილებოდა, რომელიც 21 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე - ქართველების ორი ვერცხლი და გურულის პროტესტი
სკანდალი მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე - ქართველების ორი ვერცხლი და გურულის პროტესტი