ნიკოლოზ კუტუბიძე, დავით შავაძე, ამიკო ცეცხლაძე
Aa
Aa

მოჭიდავეების სამი მედალი კონტინენტის პირველობაზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 15-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა. მთავარი მწვრთნელის, ჯემალ ბაკურაძის მომზადებულმა გუნდმა, რომელსაც ასისტენტები, ზურაბ მაჭარაშვილი, მინდია შაინიძე და გიგა ჩაფიძე ეხმარებოდნენ, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში ჩატარებულ პრესტიჟულ შეჯიბრებაში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ კუტუბიძემ აჩვენა, რომელიც 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელმირ აბასოვს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი მიხეილ კრივოშეევი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. კიდევ ორი მედალი საქართველოს დელეგაციას დავით შავაძემ (48 კგ) და ამიკო ცეცხლაძემ (52 კგ) მოუტანეს, რომლებიც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ამავე ტურნირზე სანამ „კლასიკოსები“ ჩაერთვებოდნენ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 15-წლამდე ნაკრებმა იასპარეზა და ასპარეზობა ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მესამე საპრიზო ადგილზე  გიორგი ქარელი (38 კგ), საბა მინდიაშვილი (41 კგ), თემურ თუთარაშვილი (48 კგ), რატი რევაზიშვილი (68 კგ) და დავით გორგაძე (75 კგ) გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეების 5 ბრინჯაო კონტინენტის პირველობაზე
მოჭიდავეების 5 ბრინჯაო კონტინენტის პირველობაზე