ვილი სანიოლი, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

„განაცხადში მოხვედრის იმედი არ დამიკარგავს“ - ოქრიაშვილი ნაკრებში დაბრუნებაზე

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ბოლო რამდენიმე კვირაა ტრავმას მკურნალობს, რომელიც ერთ-ერთი მატჩის წინ გახურებისას მიიღო. მის გარეშე კი საქართველოს 19-გზის ჩემპიონს თამაში ძალიან უჭირს და  Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში თხუთმეტი ტურის შემდეგ 18 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. 32 წლის ოქრიაშვილი დღეს სტუმრად გადაცემაში „სპორტი იმედზე“ იმყოფებოდა და ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრა.

რა თქვა ოქრიაშვილმა

სარეაბილიტაციო პროცესი დღეს დავასრულე და ხვალიდან გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს დავიწყებ. მომდევნო ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „დინამო ბათუმს“ ვუმასპინძლებთ და ამ შეხვედრაში სრულად თუ არა, რამდენიმე წუთით თამაში მაინც შემეძლება. რაც შეეხება ნაკრებში ჩემი დაბრუნების შანსებს, იმედი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე „დინამოს“ შემადგენლობაში სამი მატჩის თამაშის საშუალება მექნება და ვეცდები ვილი სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსი ვარ. თუ კონტინენტის პირველობამდე მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მომეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ. ვვარჯიშობ დიდი მონდომებით და უზომოდ მოტივირებული ვარ.

ოქრიაშვილის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ გუნდში გამართულ 50 შეხვედრაში 13 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს (26), თემურ ქეცბაიას (17), ხვიჩა კვარაცხელიასა (15) და ალექსანდრე იაშვილს (15) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოქრიაშვილის დებიუტი და კუტალიას გოლი - დინამოების დერბი ბათუმმა მოიგო
ოქრიაშვილის დებიუტი და კუტალიას გოლი - დინამოების დერბი ბათუმმა მოიგო