TuttoSport: ზაფხულში ნაპოლის 5 ფეხბურთელი დატოვებს
სულ მალე ნაპოლი ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას წარადგენს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მანამ მუშაობა უკვე დაიწყო და წამსვლელთა სია შეადგინა.
TuttoSport-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „პარტენოპეის“ 5 ფეხბურთელი დატოვებს.
წყაროს ცნობით, წამსვლელთა სიას სათავეში მარიო რუი უდგას. ასევე გაიყიდებიან ოსტიგორი და ჟუან ჟესუსი. თუ TuttoSport-ს დავუჯერებთ, ვიქტორ ოსიმენიც გაიყიდება.
წასვლის ინიციატივას ჯოვანი სიმეონეც იჩენს, რომელსაც გაცილებით მეტი სათამაშო დრო სურს, ვიდრე ნაპოლიში ეძლევა.
ნაპოლის 30 ივნისის შემდეგ, იჯარიდან ტრაორე და დენდოკერი დაუბრუნდებიან. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მამუკა ჯუღელი და აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს იქითა კვირის ბოლოს შეხვდებიან და საბოლოოდ გადაწყდება ქართველი ვარსკვლავის მომავალი.