პრიორიტეტი გასპერინია - დე ლაურენტისი მოლაპარაკებას აჩქარებს
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანჩესკო კალცონა ნაპოლის დატოვებს.
პარტენოპეის არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს. დღეს კი Corriere dello Sport გასპერინიზე წერს.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისის პრიორიტეტი 61 წლის იტალიელია, რომელიც ამჟამად ატალანტას დამრიგებელია.
როგორც ცნობილი გახდა, ნაპოლი გასპერინისთან მოლაპარაკების დაჩქარებას გეგმავს და შეთავაზება უკვე გაუკეთა.
ჯან პიერო ატალანტასთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. აქედან გამომდინარე, ნაპოლის გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს, თუ გასპერინი შეთავაზებას დათანხმდება.
61 წლის სპეციალისტი პასუხს ევროპის ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ იტყვის. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირის ფინალში ატალანტა ლევერკუზენის ბაიერს 22 მაისს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გასპერინის გარდა აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს კანდიდატურასაც განიხილავდა და მეტიც, პრიორიტეტი სწორედ ის იყო, მაგრამ ტოტენჰემის ყოფილმა დამრიგებელმა „პარტენოპეიში“ მუშაობაზე უარი განაცხადა.