ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

უსიკი: “ეს გამარჯვება უკრაინელ ჯარისკაცებს ეძღვნება“

 საუდის არაბეთში კრივის მოყვარულთათვის დიდებული ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს მძიმე წონის ჩემპიონის გამოსავლენად ოლექსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური დაუპირისპირდნენ. მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება უკრაინელს დარჩა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ოლექსანდრ უსიკმა კომენტარი გააკეთა.

უსიკი:

„ახლა მე ყველაზე ბედნიერი ვარ. ეს არის დიდი გამარჯვება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვის. ასევე იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა უკრაინას იცავენ.

ბოლო დღეებში ჩემს გამო ძალიან ბევრი ადამიანი ლოცულობდა და ამისთვის მადლობელი ვარ. ყველა მიყვარხართ!! ვფიქრობ, ახლა ამ ყველაფერს მამაჩემი უყურებს და უსაზღვროდ ბედნიერია.“

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ფიურის დამარცხებით ყველა საჩემპიონო ქამარი გააერთიანა( WBC, WBA, WBO, IBF, IBO, RING, LINEAL – Heavyweight) და მძიმე წონითი კატეგორიის აბსოლუტური ჩემპიონია. საინტერესო კიდე ის გახლავთ, რომ ტაისონი კარიერაში პირველად დამარცხდა.

ეს მისთვის რიგით 36-ე ბრძოლა იყო. აქამდე 35 ჩატარებული დაპირისპირებიდან 34 ჰქონდა მოგებული და ერთი ფრედ დასრულებული. რაც შეეხება უსიკს მას დღემდე 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აბსოლუტურად ყველა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა იქნება საბოლოოდ? - ჯუღელმა და დე ლაურენტისმა შეხვედრა დაგეგმეს
რა იქნება საბოლოოდ? - ჯუღელმა და დე ლაურენტისმა შეხვედრა დაგეგმეს