ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

“ხალხი ომში მყოფი ქვეყნის მხარეს დგას“ - ფიური უსიკთან ბრძოლაზე

საუდის არაბეთში კრივის მოყვარულთათვის დიდებული ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს მძიმე წონის ჩემპიონის გამოსავლენად ოლექსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური დაუპირისპირდნენ. მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება უკრაინელს დარჩა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ტაისონ ფიურიმ კომენტარი გააკეთა.

ფიური:

„უსიკი საკმაოდ დაზიანებულია და ის სულ ცოტა ხნის წინ ყბის მოტეხილობით საავადმყოფოში წაიყვანეს. ჩვენ 12 რაუნდის განმავლობაში ერთმანეთს ვურტყამდით. ვულოცავ მას გამარჯვებას.

ახლა მე სახლში წავალ, შევჭამ საჭმელს, დავლევ რამდენიმე ბოთლ ლუდს, დროს ოჯახს დავუთმობ და ჩემს ძაღლს გავასეირნებ. მე და ფრენკ უორენი კი დავსხდებით და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მოდება მომავალში.

მჯერა, რომ ეს ბრძოლა მე მოვიგე. იმისიც მჯერა, რომ უსიკმა რამდენიმე რაუნდი მოიგო, მაგრამ უმრავლესობა ჩემი გამარჯვებით დასრულდა. ორივემ კარგად ვიბრძოლეთ, მაგრამ მისი ქვეყანა ომშია. ამიტომ ხალხი ომში მყოფი ქვეყნის მხარეს დგას.“

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ფიურის დამარცხებით ყველა საჩემპიონო ქამარი გააერთიანა( WBC, WBA, WBO, IBF, IBO, RING, LINEAL – Heavyweight) და მძიმე წონითი კატეგორიის აბსოლუტური ჩემპიონია. საინტერესო კიდე ის გახლავთ, რომ ტაისონი კარიერაში პირველად დამარცხდა.

ეს მისთვის რიგით 36-ე ბრძოლა იყო. აქამდე 35 ჩატარებული დაპირისპირებიდან 34 ჰქონდა მოგებული და ერთი ფრედ დასრულებული. რაც შეეხება უსიკს მას დღემდე 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აბსოლუტურად ყველა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსგენდერი მოკრივე 21 წამში დაანოკაუტეს | დანებებას არ აპირებს და კიდევ იჩხუბებს
ტრანსგენდერი მოკრივე 21 წამში დაანოკაუტეს | დანებებას არ აპირებს და კიდევ იჩხუბებს